24.04.2024 | 16:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არესტოვიჩი:"რა მოუვა საზოგადოებას, რომელიც ცრუ დაპირებების ტყვეობაში გაება, მზად ვართ მივიღოთ ისე დამთავრდეს ეს ომი, როგორსაც არ ველოდებით? სამწუხაროდ, დასავლეთიც ასე ფიქრობს, როგორც რუსეთი, ჩვენ ტოტალურად დამოკიდებული ვართ დასავლეთზე და ეს ძალიან ცუდია"

"ჩვენი  საზოგადოების  97% ამბობს, რომ უკრაინის  მთელი  ტერიტორიის  გათავისუფლება  არის  ჩვენი  მიზანი. დანარჩენი  3% ამბობს,  რომ  ყირიმზე შეიძლება  კიდევ ვივაჭროთ,  მაგრამ  იქ  აღმოსავლეთის  ფრონტი  უნდა იყოს.  ისმის  კითხვა,  რა  მოხდება  თუ  ეს  ასე  არ  მოხდება? რა  მოუვა საზოგადოებას,  რომელიც ცრუ  დაპირებების  ტყვეობაში გაება, რა  მოხდება თუ  მათ  იმედები გაუცრუვდებათ", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა "Youtube არხის" ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც რუსეთთან ომიდან გამოსვლის სცენარები და უკრაინის პერსპექტივები განიხილეს.

ინტერვიუში არესტოვიჩი ღიად ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან ისეთი გამოსავალი არ იქნება, როგორიც რამდენიმე თვის წინ ეგონათ.

"მოდით  ღიად  ვთქვათ, ამ  ომიდან გამოსავალი  ისეთი  არ  იქნება,  როგორადაც  ჩვენ ეს  გვეჩვენებოდა  6  თვის  წინ, 3  თვის  წინ, თუნდაც   ხერსონის  ოპერაციის  შემდეგ. ჰოჯესი ამბობდა  ზამთარში  ყირიმს  გავანთავისუფლებთ  და  ა.შ. არა  იმიტომ რომ  მზაკვარი ამერიკელები  იარაღს  არ  გვაძლევენ  და  პროცესს  გვიჯანჯლებენ (ისე ვაღიაროთ  უფრო  მეტის  მოცემა  შეეძლოთ),  არამედ  იმიტომ  რომ ჩვენ  გვჭირდება  400 000  იდეალურად,   ნატო-ს  სტანდარტების  დონეზე  მომზადებული   ჯარისკაცი  და  აღჭურვილობა,  რათა  გარდატეხა  შევიტანოთ  ამ  ომში. ჩვენ  ეს  ყველაფერი  გვაქვს?  არ  გვაქვს?  უახლოეს  წლებში  გვექნება?  არ  გვექნება. ჩვენ  რესურსებიც არ  გვეყოფა  ვასწავლოთ  ამდენ  ადამიანს.

რა  არის  ამ ყველაფრის  მორალი? მზად  ვართ  კი  როგორც საზოგადოება  მივიღოთ  ომის  ასეთი  დასასრული?  მზად  ვართ  მივიღოთ  ისე   დამთავრდეს  ეს  ომი,  როგორც ჩვენ არ ველოდებით?  ეს  არ  არის  ჩემი  მოლოდინი, ეს  არის  რუსეთის  მზაკვრული  გეგმა. 

მე  კარგად  ვერკვევი  ომის  პოლიტიკაში. ყველაზე  ცუდი ის არის,  რომ ეს მარტო  რუსეთის  მოლოდინი  კი  არ  არის ომის ასეთი    სცენარი  სამწუხაროდ, დასავლეთიც ასე  ფიქრობს,   როგორც რუსეთი   და  ჩვენ   ტოტალურად დამოკიდებული  ვართ  დასავლეთზე და  ეს  ძალიან  ცუდია. ეს  არის  რუსეთის  მზაკვრული  გეგმა.  რუსეთისა  და  უკრაინელების მოლოდინი სხვადასხვაა.  ყველაზე  სამწუხარო  ის  არის, რომ დასავლეთიც ასე  ფიქრობს. სამწუხაროდ, ამის  აღიარება  არავის   უნდა  თუ  ჩვენ რა  გველის  და  ამაზე   არც არავინ ლაპარაკობს", – განაცხადა არესტოვიჩმა.

დღის გადაცემები