25.04.2024 | 06:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პესკოვი: "დასავლეთი აგრძელებს უკრაინის დახმარებას, მაგრამ მათი იარაღის მარაგი ამოწურულია"

კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დასავლეთის კოლექტიური ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, მზად არიან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება გააგრძელონ, მაგრამ მათი მარაგი ამოწურულია. ამის შესახებ პროკრემლისტური საინფორმაციო სააგენტო "TASS"-ი წერს. 

"ჯერჯერობით, ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის კოლექტიური ქვეყნები და ამ ქვეყნების ე.წ. ინდუსტრიული კომპლექსი, მათი საბრძოლო მარაგის ამოწურვის მიუხედავად, მაინც აკეთებენ განცხადებას, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ", - აცხადებს პესკოვი. 

კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ დასავლეთში არიან ადამიანები, რომლებიც იწყებენ ფიქრს იმაზე, ხარჯავს თუ არა კიევი მიღებულ დახმარებას. 

"თქვენ იცით, რომ უკრაინა დაავადებულია იმ დაავადებით, მე ვგულისხმობ კორუფციას. რა თქმა უნდა, ასეთი ფულის ნაკადი აშკარად არ გამოიყენება დანიშნულებისამებრ", - აცხადებს პესკოვი.

დღის გადაცემები