24.04.2024 | 23:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინა ქვეყნიდან გაქცეულ რადას 10-მდე დეპუტატს მანდატს ჩამოართმევს

უკრაინა გეგმავს, რომ რადას დეპუტატებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და პარლამენტში ჯერაც არ დაბრუნებულან, მანდატი ჩამოართვას. 

რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, ქვეყნიდან გაქცეულ დეპუტატებს რადაში უკვე ყველა თანამდებობა ჩამოართვეს და ხელფასებსაც არ უხდიან. 

"ათამდე სახალხო დეპუტატს, რომლებმაც დატოვეს უკრაინის ტერიტორია და ჯერ კიდევ არ დაბრუნდნენ სამუშაოდ პარლამენტში, მანდატი ჩამოერთმევათ. ისინი გაათავისუფლეს უმაღლეს რადაში ყველა თანამდებობიდან და ასევე არ უხდიან ხელფასს.

ჩვენ ახლა ველოდებით პოტენციურ გადაწყვეტილებებს ამ ადამიანების მანდატის ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ეს არც ისე ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენ ვიპოვით ამის შესაძლებლობას.

ევროპაში მყოფი ზოგიერთი დეპუტატის ექსტრადიციის საკითხი მუშავდება", - განაცხადა სტეფანჩუკმა. 

დღის გადაცემები