20.04.2024 | 04:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "უკრაინის საკითხზე აშშ-სთან განსახილველი არაფერი გვაქვს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთს შეერთებულ შტატებთან უკრაინის შესახებ სასაუბრო არაფერი აქვს.

"რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ჩვენ მათთან [ამერიკელებთან] განსახილველი არაფერი გვაქვს", - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის შეხედულებები სრულიად საპირისპიროა.

"როდესაც ჩვენ ვეხებით უკრაინის თემას, ეს ყველაფერი ორმხრივი სიგნალების გაგზავნით მთავრდება, მაგრამ არ შეიძლება იყოს დიალოგი ან მითუმეტეს, მოლაპარაკებები, რადგან ჩვენი შეხედულებები პოლარულად საპირისპიროა", - აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.

დღის გადაცემები