26.04.2024 | 23:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი: "ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ალექსეი ნავალნის ფონდის მხარდამჭერი აგენტების მონაწილეობით"

ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ალექსეი ნავალნის "ანტიკორუფციული ფონდის" მხარდამჭერი აგენტების მონაწილეობით, - ამის შესახებ რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა.

"2 აპრილს სანკტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს აგენტების მონაწილეობით, რომლებიც ნავალნის ეგრეთ წოდებულ "ანტიკორუფციულ ფონდთან" თანამშრომლობენ, რომლის აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის "ანტიკორუფციული ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

შეგახსენებთ, სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქება გუშინ, ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა. აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა, 32 ადამიანი კი - დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ტატარსკის, სავარაუდოდ, გადასცეს სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. რუსმა სამართალდამცავებმა აფეთქებაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ქალი, დარია ტრეპოვა დააკავეს.

დღის გადაცემები