18.04.2024 | 18:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა" - რომის პაპი ფრანცისკე კიევსა და მოსკოვს შუამავლობას სთავაზობს

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ვატიკანი მზად არის ყველაფერი გააკეთოს მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობისთვის. ამის შესახებ მან იტალიურ გაზეთ La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა მოსკოვისა და კიევის შერიგების შესაძლებლობის, პონტიფიკოსმა ყველას მოუწოდა არ დანებდნენ და აღნიშნა, რომ მშვიდობა შესაძლებელია.

"ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ პაციფისტები. მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა", - აღნიშნა რომის პაპმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი უნდა შედგეს. 

მანამდე კი, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სისასტიკე, რომლითაც ისინი მოქმედებენ უკრაინაში, არ არის დამახასიათებელი რუსი ხალხისთვის.

დღის გადაცემები