26.04.2024 | 04:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები თურქეთში ამ კვირაში შეხვდებიან

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი, რუს კოლეგას, ტატიანა მოსკალკოვას ამ კვირაში, თურქეთში მოლაპარაკებებისთვის შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას როგორც რუსული, ისე უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

როგორც მოსკალკოვამ განაცხადა, ლუბინეცთან შეხვედრა ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით თურქეთში, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართება.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, სამხედრო ტყვეების შემდგომი გაცვლის შესაძლებლობასაც შეეხება.

ლუბინეცის თქმით, მთავარი საკითხი უკრაინული მხარისთვის "გმირების დაბრუნებაა".

დღის გადაცემები