19.04.2024 | 21:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კირილ ბუდანოვი ადასტურებს, რომ არესტოვიჩი დაზვერვაში მსახურობდა

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი დაზვერვაში მსახურობდა. ამის შესახებ LIGA.net-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, ეს დიდი ხნის წინ იყო.

"ეს დიდი ხნის წინ იყო. რამდენადაც მახსოვს მსახურობდა", - აცხადებს ბუდანოვი. 

 არესტოვიჩი: უახლესი განცხადებები ომის შესახებ

არესტოვიჩმა ბელარუსიდან უკრაინაზე შეტევის საფრთხის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, ამის შანსი თეორიულად არსებობს, მაგრამ განხორციელებამდე ვერ მივა. 

გარდა ამისა, არესტოვიჩმა თქვა, თუ როგორ ცდილობდნენ უკრაინელი სამხედროები რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის გერასიმოვის ლიკვიდაციას, როდესაც ის ხარკოვის ოლქში, იზიუმში იმყოფებოდა. 

ამასთან, არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ სარაკეტო იერიშს ამზადებს. 

დღის გადაცემები