23.04.2024 | 11:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Washington Post - რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს

რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს.

აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, Washington Post-ი წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე დაასრულეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამერიკული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის გადაცემები