20.04.2024 | 07:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთი ექვს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობს

რუსეთი ექვს ქვეყანასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებებს ამზადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ევგენი ივანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ივანოვის თქმით, რუსეთი სავიზო რეჟიმის ინდოეთთან, ანგოლასთან, ვიეტნამთან, ინდონეზიასთან, სირიასთან და ფილიპინებთან გამარტივებაზე მუშაობს.

"ინდოეთის გარდა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ მთავრობათაშორისი შეთანხმებების პროექტზე, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის ორმხრივ გამარტივებას ანგოლასთან, ვიეტნამთან, ინდონეზიასთან, სირიასთან და ფილიპინებთან", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

დღის გადაცემები