19.04.2024 | 11:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანჯეი დუდა: "არ არსებობს მინიშნება, რომ პოლონეთზე წინასწარ განზრახული თავდასხმა მოხდა - ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა"

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, არ არსებობს მინიშნება, რომ სამშაბათს ჩამოვარდნილი რაკეტა პოლონეთზე "წინასწარ განზრახული თავდასხმა" იყო.

"არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 ტიპის რაკეტა. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, დუდამ დასძინა, რომ არსებობს "ბევრი მინიშნება", რომ ეს იყო საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც "სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“. მისივე თქმით, ის სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გამოიყენება.

დღის გადაცემები