25.04.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთი დასავლეთის ქვეყნებიდან კვლავ იღებს ჩიპებს ფრთოსანი რაკეტებისთვის

სანქციების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს დასავლეთის ქვეყნებიდან ფრთოსანი რაკეტებისთვის საჭირო ჩიპების მიღებას, წერენ Reuters-ისა და ბრიტანეთის თავდაცვის კვლევის სამეფო ინსტიტუტის ერთობლივი გამოძიების ავტორები.

მათ დაადგინეს, რომ აპრილიდან ნოემბრამდე რუსეთმა მიიღო 777 მილიონი დოლარის ჩიპები შეერთებული შტატებიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. სანქციების გვერდის ავლით მიწოდების მიზნით, წელს, გაზაფხულზე, თურქეთსა და ჰონგ-კონგში დაფუძნდა ფირმები, რათა საქონლის მიწოდება განხორციელებულიყო.

Reuters-ის სტატიაში ლაპარაკია ერთ-ერთ ასეთ ფირმაზე, თურქეთის Smart Trading Ltd-ზე, რომელიც დააარსა რუსული ლოგისტიკური კომპანია Novelco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გრიგორი გრიგორიევმა. კომპანია მიზნებს არ მალავს. სექტემბერში Novelco-მ მოაწყო სემინარი თავისი მომხმარებლებისთვის "როგორ მოვძებნოთ ალტერნატიული გზები რუსეთში საქონლის შეტანისთვის". თავად გრიგორიევმა თქვა, რომ Novelco-მ გახსნა ფილიალი თურქეთში, საიდანაც აგზავნის საქონელს აშშ-დან და ევროკავშირიდან რუსეთში, სავაჭრო შეზღუდვების გარეშე.

ამასთან, როგორც გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსეთს ყოველთვის არც უწევს მიმართოს მესამე ქვეყნების დახმარებას. ივლისში რუსულმა კომპანია Radiant Group-მა, რომელმაც ჩიპები შეიტანა და რომელსაც სანქციები ეხება, ჩანს, დააფუძნა კიდევ ერთი იურიდიული პირი, Titan-Micro, რომელიც აგრძელებს უცხოური ნახევარგამტარების შეძენას. Reuters-ის ცნობით, ორივე კომპანიას ოფისები მოსკოვში, პროფსოიუზნაიას ქუჩაზე მდებარე ბიზნესცენტრის ერთ სართულზე აქვს.

უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებში უცხო ჩიპებს პოულობენ, რომლებზეც, დაწესებული სანქციების თანახმად, რუსეთის ფედერაციას არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი.

დღის გადაცემები