23.04.2024 | 00:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნიკოლაი პატრუშევი: "რუსეთს აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები"

რუსეთი ფლობს თანამედროვე უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

"რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება", - აღნიშნა პატრუშევმა.

მისი თქმით, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრევენციული დარტყმის შემდეგ, რუსეთი საპასუხო დარტყმას ვერ შეძლებს. პატრუშევის მტკიცებით ასეთი მოსაზრება "არაშორსმჭვრეტელური და სახიფათო სისულელეა".

დღის გადაცემები