26.04.2024 | 08:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთ-"სამხრეთ ოსეთის" ურთიერთობებმა დროის გამოცდა გაიარა და აგებულია ალიანსისა და ინტეგრაციის პრინციპებზე

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებმა დროის გამოცდას გაუძლო და გრძელდება ინტეგრაციისა და ალიანსის პრინციპებზე მისი მშენებლობა.

ეს მოსაზრება რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთ-"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე გამოთქვა.

"რუსეთ-"სამხრეთ ოსეთის" ურთიერთობებმა დროის გამოცდა გაიარა და აგებულია ალიანსისა და ინტეგრაციის პრინციპებზე. პოლიტიკური დიალოგი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის, თანამშრომლობა თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში, სავაჭრო, ეკონომიკური და რეგიონთაშორისი კავშირები, კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლა დინამიკურად ვითარდება" , - განაცხადა ნოვაკმა.

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის "რუსეთის ფედერაციის გრძელვადიან ინტერესებს, მათ შორის ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კონტექსტში".

"დღეს ჩვენ ვხედავთ ახალი მრავალპოლარული და უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას - ეს ხსნის შესაძლებლობებს ეროვნული მრეწველობის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის განვითარების თვალსაზრისით" , - განმარტა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

ნოვაკმა განმარტა, რომ რუსული მხარე მზადაა განაგრძოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო 2015 წლის მარტში.

დღის გადაცემები