13.12.2024 | 02:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას კატასტროფულად არ ჰყოფნის მძიმე შეიარაღება

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეექვსე თვეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კატასტროფულად არ ჰყოფნის მძიმე შეიარაღება, - ამის შესახებ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულ ჯარს 1300-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ბრძოლა უწევს, სულ კი 2600-კილომეტრიანი საზღვარი აქვს დასაცავი.

"სრულფასოვანი და ეფექტური შეტევისთვის ჩვენ მძიმე შეიარაღება არ გვყოფნის. გასათვალისწინებელია ის, რომ ეს არაა ლოკალური ომი. ეს არის ყველაზე მსხვილი კონტინენტური ომი 1945 წლის შემდეგ. იარაღის არსებული მარაგის პირობებში ჩვენ მას თავს ვერ გავართმევთ", - აცხადებს არესტოვიჩი.

დღის გადაცემები