13.12.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს მაშინ დაიწყებს, როცა კიევი ევროკომისიის 7 კრიტერიუმს შეასრულებს

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს მაშინ დაიწყებს, როცა კიევი ევროკომისიის შვიდ კრიტერიუმს შეასრულებს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს იყო ძალიან ძლიერი სიმბოლური და პოლიტიკური გზავნილი, რომ თქვენ ხართ ევროპის ნაწილი და გაქვთ მკაფიო ევროპული პერსპექტივა", - აღნიშნა ფაიონმა.

სლოვენიის პირველმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყებენ გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

"თქვენ გაქვთ სია, იმისა რაც უნდა განახორციელოთ - პირველი, მართლმსაჯულების რეფორმა. როცა კანდიდატის სტატუსს იღებ, საქმე სიმბოლიზმში არაა. ეს ეხება გაწევრიანების წინა ფონდს და მთელი რეფორმების პროცესს. ამის შემდეგ ევროკავშირი ვალდებულია დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები", - დასძინა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ფაიონმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების პროცესს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, თუ პოლიტიკური ნება იქნება ევროკავშირში და უკრაინა კი ევროპული ინტეგრაციის ერთგული.

დღის გადაცემები