13.12.2024 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ითხოვს არ გასაჯაროვდეს ინფორმაცია დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის შესახებ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ითხოვს არ გასაჯაროვდეს ინფორმაცია დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განმარტებით, დასავლეთისგან უკრაინის მიერ იარაღის მიღება მძიმე და სისტემური მუშაობის შედეგია.

"ჩვენ ვამჯობინებთ არ ვისაუბროთ დეტალებზე: სად რა მდებარეობს, რა სახის იარაღი, როგორ გამოიყენება და ვურჩევთ ასევე ყველას, რომ ეს არ გააკეთონ",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ ინფორმაცია დასახლებული პუნქტების გათავისუფლების ან დაკარგვის შესახებ, რომელიც გავრცელდება ოპერაციის დასრულებამდე, ითვლება არაკორექტულად. მისი თქმით, ასეთი ამბები ზიანს აყენებს უკრაინის დამცველებს.

დღის გადაცემები