13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილ ლოზინსკი ქვეყნის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის განკუთვნილი თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაადასტურა, რომ ლოზინსკის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის დააკავეს. უწყების განცხადებით, მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ზამთრის თვეებში ენერგიის ალტერნატიული წყაროებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრები უკანონოდ იქნა მითვისებული.

ბიუროს ინფორმაციით, ლოზინსკის ბრალად ედება 400 000 დოლარის "უკანონო სარგებლის" მიღება.

დღის გადაცემები