13.12.2024 | 02:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჩეხეთი უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას გადასცემს

ჩეხეთი უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა ავრცელებს.

"უსაფრთხოების მოსაზრებებიდან" გამომდინარე მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა სახის შეიარაღებაზეა საუბარი და აღნიშნა, რომ მიწოდებული აღჭურვილობის გასაჯაროება უკრაინულ მხარესაც არ სურს, თუმცა დაამატა, რომ საუბარი მძიმე ტექნიკას, ახლო და შორი მანძილის იარაღსა და საბრძოლო მასალას ეხება.

რუსეთის უკრიანაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას 47 მილიარდი კრონის (დაახლოებით 2 მილიარდი ევრო) ღირებულების სამხედრო დახმარება გაუგზავნა. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.2 მილიარდი კრონი (დაახლოებით 190 მილიონი ევრო) გამოიყო. დანარჩენი თანხა კი კომპანიებმა გამოყვეს და რესპუბლიკის მაცხოვრებლებისგან შემოწირულობის სახით მიიღეს.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალებიდან, უკრაინის წარმომადგენლებისა და მოკავშირეების განცხადებებიდან გამომდინარე აქამდე ჩეხეთი უკრაინას ტანკებს, ვერტმფრენებს, არტილერიასა და სარაკეტო სისტემებს აწვდიდა.

დღის გადაცემები