18.08.2022 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ მოიგებს რუსეთის წინააღმდეგ ომს, ნატო-ს მხარდაჭერის ამჟამინდელი სტრატეგიით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა ვერ მოიგებს რუსეთის წინააღმდეგ ომს ნატო-ს მხარდაჭერის ამჟამინდელი სტრატეგიით. ამის შესახებ უნგრეთის ლიდერმა ვენაში, ავსტრიის კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

"ამ ფორმაში ეს ომი ვერ იქნება მოგებული. ნატო-ს ამჟამინდელმა სტრატეგიამ, რაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და წვრთების ჩატარებას გულისხმობს, ამ მომენტამდე აჩვენა, რომ ის წარმატებისკენ არ მიგვიყვანს" , - აღნიშნა ორბანმა.

როგორც უნგრეთის პრემიერმა დასძინა, არ იქნება მშვიდობა სტრატეგიის შეცვლის გარეშე.

"გაურკვეველია, როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რეცესია ევროკავშირში, თუ ომი გაგრძელდება", - განაცხადა ორბანმა.

დღის გადაცემები