13.12.2024 | 05:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გია ვოლსკის თქმით რუსეთთან ურთიერთობები მოსაგვარებელია

"რუსეთთან ურთიერთობების დალაგების თემა და საერთოდ რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მოყვანა,  მსოფლიოს ინტერესებში შედის" - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.  

"რუსეთთან ურთიერთობების დალაგების თემა და საერთოდ რუსეთის მოყვანა მოლაპარაკების მაგიდასთან მსოფლიოს ინტერესებში შედის. თუმცა რუსეთი არ არის ამისთვის მზად და მისი აგრესიული პოლიტიკა კვლავ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. სამომავლოდ, არამგონია ქვეყანაში იყოს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არ იტყვის, რომ ურთიერთობები მოსაგვარებელია. გზების გახსნას რაც შეეხება, პირველ რიგში საქართველოს ინტერესებს ემსახურება მსგავსი ქმედება. თუკი ოდესმე ამ გზას გამოვიყენებთ კეთილმეზობელთან ურთიერთობისთვის, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა ეს კეთილი მეზობელი სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ ჩანს და ეს ნამდვილად არ არის ჩვენი ბრალი. ეს არის იმის ბრალი, რომ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ შეაწუხა მთელი მსოფლიო და საქართველო ყოველდღიურად განიცდის მძიმე ოკუპაციას. მავნებლობაა, როდესაც გზის რეაბილიტაციის თემა ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს დაკავშირებული აქვს რუსეთის ინტერესებთან. ერთმა მათგანმა სისულელე თქვა და ბევრმაც გაიმეორა, რომ ყაზბეგის მიმართულებით გზა რუსულ ტანკებს შეუწყობს ხელს და თითქოს, სხვა რესურსი აგრესორს არ გააჩნდეს პოვოკაციისთვის. რუსეთმა საქართველოს მიმართ ყოველგვარი ბოროტება განახორციელა იმ ხალხის ხელშეწყობით, ვინც დღეს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, თითქოს, მოასვალტებული გზა ხელს შეუწყობს რუსეთს თავისი აგრესიული გეგმების განხორციელებაში. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც არა თუ ხელი შეუწყვეს რუსეთს ოკუპაციაში, არამედ ხელი მოუწერეს, რომ ეს საქართველოს ბრალი იყო და რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ღონისძიებები განახორციელა",  - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღის გადაცემები