13.12.2024 | 02:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დაპირებების მიუხედავად, გერმანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ გაზარდა

დაპირებების მიუხედავად, გერმანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ გაზარდა, ხოლო ოპოზიცია კი ასეთ ქცევას სამარცხვინოდ მიიჩნევს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს .

თუმცა, გამოცემა Die Welt-ი აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლების ქმედებები ფედერალური კანცლერის განცხადებებს არ შეესაბამება.

კერძოდ, შეიარაღების მიწოდების შემცირებას გერმანიის მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღის სიაცხადყოფს, რომელიც თავად ფედერალურმა მთავრობამ 21 ივნისს გამოაქვეყნა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინამ ორი მიწოდება მიიღო. ივლისის პირველ კვირაში კიევმა გერმანიიდან 42 000 საველე ულუფა მიიღო, ხოლო მეორე მიწოდება 102 ჯავშანმანქანას მოიცავდა.

გერმანიის ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს მთავრობას შეიარაღების მიწოდების ნაკლებობის გამო.

"ფედერალური მთავრობის საჯარო სიტყვები და მოქმედებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს სირცხვილია", - განაცხადა ბუნდესტაგში CDU-ს ფრაქციის საპარლამენტო მდივანმა, ტორსტენ ფრაიმ.

ოლაფ შოლცს აკრიტიკებენ არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ მმართველ კოალიციაშიც, კერძოდ, "თავისუფალ დემოკრატიულ პარტიაში".

"მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა სამაგალითოა, კანცლერს არ შეუძლია დამაჯერებლად გაამართლოს მძიმე იარაღის მიწოდების სურვილის არქონა", - თქვა ალექსანდრე მიულერმა, "თავისუფალი დემოკრატიული პარტიიის" სპიკერმა თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში.

დღის გადაცემები