13.12.2024 | 05:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლიეტუვამ კალინინგრადის ოლქსა და დანარჩენ რუსეთს შორის სარკინიგზო ტრანზიტის აკრძალვა გააუქმა

ლიეტუვამ კალინინგრადის ოლქსა და დანარჩენ რუსეთს შორის სანქცირებული ტვირთების სარკინიგზო ტრანზიტის აკრძალვა გააუქმა. ამ ინფორმაციას ლიეტუვას რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, ტვირთების გატარების მიუხედავად, შეზღუდვა კვლავ გაგრძელდება საავტომობილო გადაზიდვებზე.

აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანზიტის დროს აკრძალული იქნება სანქცირებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი. გარდა ამისა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სანქცირებული საქონელი არ შევიდეს ევროკავშირში.

შეგახსენებთ, 18 ივნისიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეხუთე პაკეტის ამოქმედების შემდეგ ლიეტუვას გავლით კალინინგრადში ცემენტის, ხის, მინის, ალუმინის, ქაღალდის ნაწარმის, თაბაშირის და სხვა რუსული წარმოშობის საქონლის ტრანსპორტირება აიკრძალა. 13 ივლისს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რუსეთიდან საქონლის ტრანზიტის შესახებ, სადაც მან დაუშვა გარკვეული სანქცირებული საქონლის გადაადგილება კალინინგრადის რეგიონში სარკინიგზო გზით.

დღის გადაცემები