13.12.2024 | 05:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოსკოვი ჟენევის მოლაპარაკებების "უფრო ნეიტრალურ ადგილზე" ჩატარების ინიციატივით გამოდის

მოსკოვმა შესაძლოა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა მოითხოვოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოსა და დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შორის გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

"შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის მიერ გადადგმული ნაბიჯების დესტრუქციულობას, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას. შექმნილ პირობებში ობიექტურად დგება სხდომების ჟენევიდან შეხვედრის ყველა მონაწილისთვის მისაღებ ნეიტრალურ ადგილზე გადატანის აუცილებლობის საკითხი“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მოსკოვს მიაჩნია, რომ არსებულ პირობებში პრიორიტეტად უნდა დარჩეს თბილისის მიერ ცხინვალსა და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება, ასევე „საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება.“

"ამ ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის გარეშე ამიერკავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღის გადაცემები