13.12.2024 | 05:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სახელმწიფო დუმამ კანონი მიიღო, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას რეკლამაში, წიგნებში, ფილმებსა და მედიაში

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო კანონების პაკეტი, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, პედოფილიას და სქესის შეცვლას. აღნიშნული ინფორმაცია ბავშვებისთვის აკრძალული იქნება. ინფორმაციას პროსამთავრობო მედიასაშუალება "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

კანონი შეეხება რეკლამას, წიგნებს, ფილმებსა და აუდიოვიზუალურ სერვისებს. დარღვევები გამოიწვევს მძიმე ჯარიმებს.

ლგბტ პროპაგანდისთვის მოქალაქეებს მოუწევთ 400 ათას რუბლამდე გადახდა, იურიდიულ პირებს - ხუთ მილიონამდე. უცხოელებს ასევე შეიძლება დაემუქროთ ადმინისტრაციული დაპატიმრება 15 დღით ან დეპორტაცია.

მედიასაშუალება წერს, "კანონის ამოქმედების შემდეგ აიკრძალება ისეთი ფილმები, რომლებიც ხელს უწყობენ არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს და პრეფერენციებს, ასევე სქესის შეცვლას".

დღის გადაცემები