13.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალექსანდრე ლუკაშენკო: " უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს - მოდით, გავჩერდეთ!"

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, რათა ბირთვული ომის უფსკრულის თავიდან აცილება მოხდეს.

"უნდა შევჩერდეთ, მივაღწიოთ შეთანხმებას, დავასრულოთ ეს არეულობა, ოპერაცია და ომი უკრაინაში. მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, უფრო შორს ბირთვული ომის უფსკრულია", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ომის დაწყებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში დასავლეთი დაადანაშაულა.

"თქვენ გააჩაღეთ ომი და აგრძელებთ მას," - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა და დასძინა, რომ შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო მოსკოვს რომ უსაფრთხოების გარანტიები მიეღო, რომელსაც ის დასავლეთის სახელმწიფოებისგან ითხოვდა.

"რუსეთს რომ არ დაესწრო თქვენთვის, ნატო-ს წევრებო, თქვენ დაარტყამდით მას", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

დღის გადაცემები