13.12.2024 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლონეთის პრემიერი: "უკრაინის ომის გამო პოლონეთმა უნგრეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა"

უკრაინის ომის გამო პოლონეთმა უნგრეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთ-უნგრეთის ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეიცვალა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

„ვიშეგრადის ჯგუფში ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი თანამშრომლობა, ახლა ეს თანამშრომლობა გაცილებით სუსტია. უნგრეთთან მუშაობის ნაცვლად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რუმინეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

აღსანიშნავია, რომ ვიშეგრადის ჯგუფში შედიან უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. ყველა ზემოაღნიშნული ქვეყნიდან მხოლოდ უნგრეთს აქვს ორაზროვანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით და აგრძელებს თანამშრომლობას მოსკოვთან.

დღის გადაცემები