13.12.2024 | 05:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირანის საგარეო უწყება - თეირანი რუსეთთან ურთიერთობისთვის ნებართვას არავისგან ითხოვს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი არ ითხოვს ნებართვას არავისგან რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად.

ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა „ნამდვილ საფრთხეს უქმნის“ აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ კანანმა განცხადებას "უსაფუძვლო" უწოდა და დასძინა, რომ თეირანი „დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში და არავისგან ნებართვას არ ითხოვს".

დღის გადაცემები