13.12.2024 | 02:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შოლცი: "გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს"

გერმანია და ნატოს პარტნიორები უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას გააგრძელებენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. ინფორმაციას "უკრინფორმი" ავრცელებს.

შოლცის თქმით, პუტინი საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევს, რაც უკრაინელების სიმამაცის და მისთვის პარტნიორების და მეგობრების დახმარების შედეგად იქნება შესაძლებელი.

შოლცის ამბობს, რომ, უკრაინას არტილერია და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები სჭირდება. კანცლერმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას უკრაინას უახლესი საზენიტო-სარაკეტო სისტემები IRIS-T გადაეცა. "ჯერჯერობით უკრაინაში ერთი ასეთი სისტემა გადაეცა და კიდევ სამი უახლოეს მომავალში იქნება მიწოდებული" - განაცხადა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის ტერიტორიაზე 15 ათასი უკრაინელი სამხედრო მომზადებას გაივლის. მომავალი წლის გაზაფხულისთვის ერთი ბრიგადა - 5 ათასი ჯარისკაცი მომზადების სრულ კურსს დაასრულებს.

გერმანიის კანცლერმა კატეგორიულად დაგმო საჰაერო შეტევები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რასაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი და ამას სამხედრო დანაშაული უწოდა. "გადამწვარი მიწის ტაქტიკით პუტინი ამ ომის მოგებას ვერ შეძლებს" - განაცხადა შოლცმა. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის ახალი აგრესიული ქმედებები "უპასუხოდ არ დარჩება".

ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის მნიშვნელობა. ამ საკითხზე 25 ოქტომბერს ბერლინში საექსპერტო კონფერენცია გაიმართება, სადაც უკრაინისთვის "მარშალის გეგმა" იქნება განხილული.

დღის გადაცემები