13.12.2024 | 05:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა

რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და  2023 წლის პირველ ორ თვეში ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა. 

ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში რუსეთიდან მიწოდებამ დღეში 1,94 მილიონი ბარელი შეადგინა. 

გასულ წელსაც რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო, 86 მილიონ ტონაზე მეტი გადაზიდვით. 

საუდის არაბეთის ნავთობის იმპორტმა ორი თვის განმავლობაში  13,92 მილიონი ტონა შეადგინა. დასავლეთის სანქციებმა და რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვამ, საერთაშორისო ფასების კრიტერიუმებთან მიმართებით დიდი გავლენა იქონია. 

დღის გადაცემები