13.12.2024 | 05:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უნგრეთის მთავრობა რუსეთში დამატებითი გაზის შესყიდვას ცდილობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა მოსკოვში, სადაც მან რუსეთისგან დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ გამართა მოლაპარაკება, იტყობინება მმართველი პარტია "ფიდესი".

პიტერ სიიარტო ესაუბრა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, რომელიც ღიად შეხვდა უნგრეთისთვის დამატებითი გაზის მიწოდებას და შეაქო ორმხრივი ურთიერთობა.

სიიარტომ განაცხადა, რომ მიზანი ისაა, რომ ენერგიით უნგრეთის მომარაგება მომავალ თვეებში უზრუნველყოფილ იყოს. ეს მან განაცხადა მოსკოვში პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ "ამჟამინდელ კონტექსტში" რუსეთის გაზის გარეშე გაძლება შეუძლებელია.

ევროკავშირის ქვეყნები, რომელთა ნაწილი მთლიანად არის რუსეთის გაზზე დამოკიდებული, ცდილობენ ენერგომატარებლების დამატებითი გზები და ალტერნატიული წყაროები გამონახონ.

უნგრეთმა ამის საპირისპირო მიმართულება აირჩია და აირს მოსკოვიდან იღებს.

დღის გადაცემები