დღის სიახლეები
ბირთვული ომის საფრთხე არ უნდა არსებობდეს - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი
ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს. ასე შეაფასა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მან მოუწოდა მხარეებს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაჭრას მიაქციონ ყურადღება და სიტუაციის დეესკალაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გაიხსენეს ბირთვული ქვეყნების მიერ 2022 წლის იანვარში გაკეთებული ერთობლივი განცხადება ბირთვული ომში გამარჯვების მიღწევის შეუძლებლობის შესახებ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის არდაშვება და სტრატეგიული რისკების შემცირება.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები