13.12.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გაერთიანებული სამეფო უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს

გაერთიანებული სამეფო, ბოლო დღეებში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე, აცხადებს, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს, რომლებსაც ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ.

„რუსეთის ბოლოდროინდელი განურჩეველი დარტყმები უკრაინაში სამოქალაქო ტერიტორიებზე მოწმობს შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას მათთვის, ვინც ცდილობს დაიცვას თავისი ერი. ასე რომ, დღეს მე ვაძლევ უფლებას უკრაინისთვის AMRAAM რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა.

ბრიტანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საშუალო რადიუსზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის, AMRAAM-ის, გამოყენება შესაძლებელია NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემით, რომლის მიწოდებასაც უკრაინას აშშ დაჰპირდა.

AMRAAM-ის მიწოდება უახლოეს კვირებში მოხდება.

დღის გადაცემები