13.12.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გერმანია აცხადებს, რომ ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების მიღების შესაძლებლობა ამოიწურა

გერმანიის ქალაქებისა და თემების ასოციაციის პრეზიდენტის, უვე ბრენდლის განცხადებით, ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების მიღების შესაძლებლობა ამოიწურა. 

მისივე თქმით, გერმანელები არ ელოდნენ, რომ უკრაინელი ლტოლვილები ქვეყანაში ამდენი ხანს დარჩებოდნენ. 

"ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს ლტოლვილთა პრობლემების გადასაჭრელად, მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია. უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაწილი დასახლდა მეგობრებთან, ნაცნობებთან და გერმანელებთან, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მუდმივი გამოსავალი.

ბერლინის მთავარ სადგურზე დიდი ხანია არ დგას გერმანელების რიგები, რომლებიც მზად არიან უკრაინიდან ლტოლვილებს თავშესაფარი მისცენ. გერმანელები არ ელოდნენ, რომ ლტოლვილები მათთან ამდენ ხანს დარჩებოდნენ. გერმანული სტუმართმოყვარეობა და საზოგადოების შემწყნარებლობა უკრაინელების მიმართ საფრთხის ქვეშაა", - განაცხადა გერმანიის ქალაქებისა და თემების ასოციაციის პრეზიდენტმა. 

დღის გადაცემები