13.12.2024 | 02:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს. "ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება", - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული. "ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას", - აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ რეგულარულად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ბოლო ზარი მათ შორის 2022 წლის დეკემბერში განხორციელდა.

"ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან", - განაცხადა შოლცმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის გარკვევით აცხადებს : რუსეთის შეჭრა უკრაინაში აბსოლუტურად მიუღებელია და ვითარებას მხოლოდ მისი ჯარების გაყვანა მოაგვარებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, შეერთებულმა შტატებმა კი განაცხადა, რომ უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს გაუგზავნიან. ამის შემდეგ უკრაინამ მოკავშირე ქვეყნებს სთხოვა, შექმნან "მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია", იმისთვის რომ უკრაინას მოიერიშე თვითმფრნავები გაუგზავნონ და მისი საბრძოლო შესაძლებლობები გააძლიერონ.

დღის გადაცემები