13.12.2024 | 02:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი: "საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იარაღს უახლოეს მომავალში მიაწვდის"

საფრანგეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, სარაკეტო სისტემებსა და იარაღს უკრაინას უახლოეს კვირებში გაუგზავნის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის "დაბომბვის უპრეცედენტო ფაზას" მოჰყვა.

"ეს არის ხმელეთიდან, ზღვიდან, ჰაერიდან და დრონებიდან დაბომბვის ახალი ეტაპი ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ უკრაინას სარადარო და სარაკეტო სისტემებს უახლოეს კვირებში მიაწვდიან, რათა ქვეყანა დრონებისგან და სარაკეტო შეტევებისგან დაიცვან.

მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

"ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ. ვიყენებთ არა მხოლოდ იარაღს ადგილზე, არამედ ვიყენებთ ინფორმაციის იარაღს", - თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთი იყენებს მრავალფეროვან მიდგომებს კონფლიქტისთვის, მათ შორის: პროპაგანდისტულ არხებს, მიგრაციის იარაღად ქცევას, შანტაჟსა და შიმშილს.

დღის გადაცემები