13.12.2024 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
CNN - ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას კიდევ 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, დღეს, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი რაუნდის შესახებ საჯაროდ გამოაცხადებს.

ინფორმაციას CNN-ი ადმინისტრაციაში მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პაკეტში დამატებითი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) და ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალა იქნება წარმოდგენილი.

როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, პაკეტის ჯამური თანხა არ აღემატება, დაახლოებით, 500 მილიონ აშშ დოლარს.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების რეგულარულ დახმარებას.

დღის გადაცემები