13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, გაერთიანდნენ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე, ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად.

"ვფიქრობ, ყველა ქვეყანას შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი. ის, რაც დღეს ვიხილეთ, ცხადყოფს, რომ რუსეთი გააგრძელებს შემდგომ ესკალაციას. როგორ ვუპასუხოთ? თუ ჩვენი პასუხი ესკალაციის პროპორციული არ იქნება, მაშინ ჩვენ კვლავ დავინახავთ, რომ ის უფრო მეტ ადამიანს კლავს", - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, გაერთიანდნენ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ, კონკრეტულად კი ტანკები, რომელიც უკრაინელებმა მოითხოვეს.

"უკრაინა ტანკებს ითხოვს და ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა კოორდინირება გაუწიოს იმას, რასაც ის უკრაინას აძლევს. მე ვიცი, რომ მაღალი დონის წარმომადგენლები მუშაობენ ამაზე. მე ვიცი, რომ სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ", - დასძინა მან.

დღის გადაცემები