13.12.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთმა და ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ქმედება დაბლოკეს

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე მკაცრად დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM) გამოცდა, თუმცა, უშიშროების საბჭომ, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან წინააღმდეგობის გამო, ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები ვერ დაუწესა და ვერც ოფიციალური განცხადება მიიღო.

"კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა დაუსჯელად მოქმედებს უშიშროების საბჭოს უმოქმედობის ფონზე" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 14 ქვეყანა აწერს ხელს.

თუმცა, ასეთი განცხადებებისთვის საჭიროა უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრის ხელმოწერა.

გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილემ, ანა ევსტინეევამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მზარდი აგრესიის მიზეზი არის "ვაშინგტონის სურვილი, სანქციების განხორციელებით და ძალის გამოყენებით ფხენიანს ცალმხრივი განიარაღება აიძულოს".

ჩინეთის ელჩმა გაეროში კი აშშ-ს მოუწოდა, გამოიჩინოს ინიციატივა, წარადგინოს რეალისტური წინადადებები, დადებითად უპასუხოს ჩრდილოეთ კორეის შეშფოთებას, შეწყვიტოს სამხედრო წვრთნები და შეამსუბუქოს სანქციები.

დღის გადაცემები