13.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბენი განცი: "ისრაელს არა აქვს შეიარაღების საკმარისი მარაგები და ამიტომ ვერ აძლევს მას უკრაინას"

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელს არ შეუძლია უკრაინისთვის თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, ვინაიდან საკმარისი სიმძლავრეები არ მოეპოვება მათი დამატებით წარმოებისთვის.

კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე უარის ამგვარი ახსნა პირველად გაისმა ისრაელის ხელისუფლების მხრიდან. ადრე ისრაელის პოზიციას ხსნიდნენ ნეიტრალიტეტის შენარჩუნების სურვილით იმის შიშით, რომ მეზობელ სირიაში რუსეთის სამხედრო ყოფნას შეიძლება გავლენა ჰქონოდა ისრაელის საგარეო უსაფრთხოებაზე.

"ცხადია, რომც შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა [უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხში], შეუძლებელია ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგის დაცარიელება", - თქვა განცმა. "ჩვენ ყოველდღე ვამოწმებთ, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეიძლება გავაფართოოთ ჩვენი დახმარება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის უკან ნატო დგას."

დღის გადაცემები