13.12.2024 | 02:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეთანხმება 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

იტალიის მინისტრთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა განკარგულება უკრაინაში იარაღის მიწოდების 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ.

განკარგულების თანახმად, კიევს 2023 წლის განმავლობაში სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცემა ისე, რომ ყოველ გაგზავნაზე პარლამენტის თანხმობა საჭირო არ იქნება.

მთავრობის დადგენილება ძალაში იტალიის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ შევა.

უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის მიერ მიღებული შეთანხმების ვადა 31 დეკემბერს იწურებოდა.

დღის გადაცემები