13.12.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკი: "ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა კიევის ძველ მეტროს არ უნდა ჰგავდეს: კარი ღიაა და როცა მიუახლოვდებით, იხურება, ვიდრე არ გადაიხდით - უკრაინამ ჯერ არ გადაიხადა საკმარისი?"

"ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა კიევის ძველ მეტროს არ უნდა ჰგავდეს: კარი ღიაა და როცა მიუახლოვდებით, იხურება, ვიდრე არ გადაიხდით. უკრაინამ ჯერ არ გადაიხადა საკმარისი? ჯერ კიდევ არასაკმარისია ჩვენი წვლილი ევროპისა და მთელი ცივილიზაციის დაცვაში? კიდევ რა არის საჭირო?“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე შეკრებილებისადმი სიტყვით მიმართვისას.

მან დაასახელა, თუ რა სჭირდება უკრაინას.

"ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და თქვენ უნდა უპოვოთ ადგილი უკრაინას უსაფრთხოების საერთო სივრცეში. იქნება ან გადაუდებელი დახმარება უკრაინისთვის, რაც საკმარისია გამარჯვებისთვის, ან რუსეთის გადადებული ომი თქვენთან. თქვენ ახლა იღებთ ალიანსის სტრატეგიას და ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სტრატეგია თქვენი საზოგადოების, თქვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებისთვის. სტრატეგია ათი წელზეა გათვლილი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 126 დღე გავიდა. რაკეტები, წამება, მოკლული ბავშვები, ქალების გაუპატიურების შემთხვევები. ჩვენ არ გვაქვს 10 წელი. თქვენ გაქვთ? დარწმუნებული ხართ?", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის გადაცემები