13.12.2024 | 02:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჰენრი კისინჯერის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება მიზანშეწონილი მშვიდობის დამყარების შემდეგ იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება მიზანშეწონილი მშვიდობის დამყარების შემდეგ იქნება. 

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას კისინჯერმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეჭრამდე უკრაინის ნატოში შესვლას ეწინააღმდეგებოდა, ახლა მას საჭიროდ მიიჩნევს. 

მისი თქმით, ადრე მას ეშინოდა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა რუსეთთან ომს გამოიწვევდა.

"ახლა, როცა პროცესი ამ დონემდე მივიდა, ამ პირობებში ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი აღარ აქვს და იმ პროცესის დასასრულს, რომელიც აღვწერე, გარანტირებული უნდა იყოს ნატოს განვითარება", - აცხადებს კისინჯერი. 

კისინჯერის განცხადებები უკრაინის ომის შესახებ

გასული წლის დეკემბერში კისინჯერმა უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას კისინჯერის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ დიპლომატს არ ესმის ომის არსი და რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს იმეორებს. 

დღის გადაცემები