13.12.2024 | 04:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შემაჯამებელ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის შემდეგ მიღებულ დეკლარაციასა და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

ფაშინიანმა თავისი უარი იმით ახსნა, რომ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური შეფასება აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ".

"სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციასთან დაკავშირებით. ეს დიდ ზიანს აყენებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის იმიჯს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ფაშინიანმა.

დღის გადაცემები