13.12.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მელინდა სიმონსი: "უკრაინის არმია ნატოსთან თავსებადია, მაგრამ თავდაცვის მექანიზმების რეფორმაა საჭირო"

დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის ნატოს ჯარებთან თავსებადობის მოთხოვნა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც შესრულდა, მაგრამ ახლა უკრაინაში თავდაცვის მექანიზმების ინსტიტუციური რეფორმის საჭიროებაა. 

"გულწრფელად რომ ვთქვათ, ერთადერთი, რაც ამ ომმა გააკეთა, რაც არავის სურდა, იყო იმის ჩვენება, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტული აღჭურვილობით ოპერირება. სინამდვილეში, ეს ჩვენ ვიცოდით ჯერ კიდევ ომამდე", - აღნიშნა ელჩმა. 

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმა აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ან არ გაწევრიანების საკითხზე, არამედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალში გვყავდეს ძლიერი შეიარაღებული ძალები.

ელჩის თქმით, ასევე მჭიდრო კავშირია მნიშვნელოვანი თავდაცვის რეფორმების აუცილებლობასა და უკრაინის ნატოში შეყვანის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შორის.

"ვფიქრობ, ამ ყველაფრის პოლიტიკური გადაწყვეტის ელემენტი არსებობს. ეს ყოველთვის იყო და იქნება", - აცხადებს მელინდა სიმონსი. 

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. 

დღის გადაცემები