13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნატოს და ევროკავშირს აშფოთებთ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესაძლებლობა

ნატოს და ევროკავშირის სახელმწიფოები მოითხოვენ დეტალურ დაკვირვებას უკრაინისთვის მიწოდებულ შეიარაღებაზე, რადგან შიშობენ, რომ კრიმინალურ დაჯგუფებებს შესაძლოა, იარაღი ქვეყნიდან გაჰქონდეთ ევროპის "შავ ბაზარზე". ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს.

გამოცემას ორმა, ინფორმირებულმა დასავლელმა მოხელემ აცნობა, რომ ნატოს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო კიევთან განიხილავს უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების ინვენტარიზაციის და თვალყურის დევნების სისტემის შექმნას. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება ჩადის პოლონეთის სამხრეთში, საიდანაც უკრაინის საზღვრამდე მიაქვთ, შემდეგ სატვირთო და ზოგჯერ კერძო ავტომობილებშიც იტვირთება და ამ მომენტიდან უცნობია, სად ხვდება ეს იარაღი და სად გამოიყენება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, იური საკის განცხადებით, შეიარაღების გადაადგილებას დეტალურად აკონტროლებენ როგორც უკრაინა, ასევე, საერთაშორისო პარტნიორები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღებაზე კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ უკრაინასთან აქტიურად თანამშრომლობენ და დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის მთავრობა სათანადოდ იცავს აშშ-ისგან მიღებულ შეიარაღებას.

დღის გადაცემები