28.11.2022 | 19:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი: "უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეწყდება, თუ კიევი მოსკოვის მოთხოვნებს შეასრულებს"

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარება მოსკოვის მოთხოვნების შესრულებით შეუძლია.

როგორც პესკოვი აცხადებს, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია და დაასრულოს ხალხის ტანჯვა რუსული მხარის მოთხოვნების შესრულების გზით.

"უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს (უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია) რუსული მხარის მოთხოვნების შესრულებით და შესაბამისად, შეწყვიტოს ადგილობრივი მოსახლეობის ყველანაირი ტანჯვა", - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს რეგულარულად ბომბავს, რის გამოც, მილიონობით ადამიანი ელექტროენეგიის, წყლისა და გათბობის გარეშე რჩება.

დღის გადაცემები