27.04.2024 | 21:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ავსტრალიაში ვაქცინაციის ცენტრი დროებით დაიხურა [ვიდეო]

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ვაქცინაციის ცენტრი დროებით მას შემდეგ დაიხურა, რაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციების აქტივისტები ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  მელბურნში, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამის მიზეზი ხელისუფლების განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც,  სამშენებლო ობიექტები 2 კვირით იხურებოდა მანამდე, ვიდრე მშენებლობაზე დასაქმებული არ აიცრებოდნენ.  სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და რეზინის ტყვიები გამოიყენეს დ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ავსტრალიაში 25 მილიონზე მეტი მოქალაქე მკაცრი „ლოქდაუნის“ პირობებში ცხოვრობს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეზღუდვებს მაშინ შეამსუბუქებენ, როდესაც ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად იქნება ვაქცინირებული.

დღის გადაცემები