27.04.2024 | 21:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები გრძელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით დაწყებული ბრძოლები ფრონტის ხაზზე სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ფრონტის გარღვევას რამდენიმე მიმართულებით უშედეგოდ ცდილობს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი სომხეთს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება. მთიანი ყარაბაღის ძალისმიერი გზით მოგვარება დასაშვებად მიაჩნია ილჰამ ალიევს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით,  აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან ჯარებს გაიყვანს. ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. ინტენსიური შეტაკებები კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რაზეც მხარეები არ თანხმდებიან და ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის გადაცემები