27.04.2024 | 12:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთში ტყის ხანძარმა თბოელექტროსადგურამდე მიაღწია [ვიდეო]

ხანძარმა თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, რის გამოც თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

ტერიტორიის დატოვებამდე თბოელექტროსადგურის თანამშრომლებმა წყალბადით სავსე ავზები დაცალეს. თურქეთში ტყის ხანძრებს ერთ კვირაზე მეტია ებრძვიან, დაღუპულია 8 ადამიანი, დამწვარია ტყის საფარის დიდი ნაწილი, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრის განცხადებით, თურქეთმა 167 ხანძარი წარმატებით ჩააქრო, დარჩენილი 16 ხანძრის ჩასაქრობად სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის შვიდ პროვინციაშიდა სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.  პოლიცია და დაზვერვა  ქვეყანაში ხანძრების გამომწვევ მიზეზებს იძიებს. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,  ეს ეროვნული კატასტროფა შესაძლოა "მოღალატეების" მიზანმიმართული ქმედებების შედეგი იყოს. ამავდროულად, ექსპერტები მასიურ ხანძრებს უკიდურესად მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ, ასევე ხელისუფლების დაგვიანებულ გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოების დახმარება  მიეღოთ.  

დღის გადაცემები